- ლოგოტიპი
- გრაფიკული სიმბოლიკის მთავარი ელემენტია და იოლად მარკირების საშუალებას იძლევა. ლოგოტიპი შეიძლება იყოს სიტყვიერი, გამომსახველობითი და კომბინირებული. სიტყვიერი ლოგოტიპი ჩვეულებრივ კომპანიის სახელს ან აბრევიატურას წარმოადგენს (მაგ.: CNN, CBS, BBC). გამომსახველობითი ლოგოტიპი რაიმე აბსტრაქტული ან კონკრეტული საგნის გამოსახულებას წარმოადგენს. კომბინირებულ ლოგოტიპებში ერთდროულად სიტყვიერი და გამომსახველობითი ელემენტები გამოიყენება.Source: მაკარიძე, დავით. სატელევიზიო დიზაინი: პრაქტ. სახელმძღვ. პროფესიონალებისათვის - თბ. : ფონდი "ინტერნიუსი", 2001
Georgian encyclopedia. 2013.